დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სამსახური აფხაზეთის ზოგიერთ რაიონზე თავს დამტყდარი ციკლონის შედეგების ლიკვიდიაციას აწარმოებს.
ხუთშაბათს ღამით ციკლონით გამოწვეულმა ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა , კოკისპირულმა წვიმამ შენობების პირველი სართულები დატბორა. გასულ ღამეს, სოხუმისა და აფხაზეთის რიგ რაიონებში ჭექა-ქუხილი მძვინვარებდა, რომელსაც ძლიერი ქარიშხალი მოჰყვა. ამჟამად ზუსტდება სიტუაცია, რომელიც ქარიშხალმა გამოიწვია. საგანგებო სამსახურში მოსახლეობისგან უამრავი ზარი შემოდის დახმარების თხოვნით. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა ზიანი განიცადა წუხანდელი ქარიშხლის შედეგად სოხუმმა, ჯერ არ გავრცელებულა
მასალის გამოყენების პირობები