Apple-მა თავისი ახალი სმარტფონის, iPhone 6-ის პრეზენტაცია შესაძლოა 9 სექტემბერს გამართოს, - წერს ინტერნეტ-გამოცემაRe/code.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დღეს Apple მასშტაბურ ღონისძიებას გეგმავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის.
Business Insider-ი კი წერს, რომ Re/code-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ავტორი ჟურნალისტი ჯონ პაჩკოვსკია, რომელიც „ყოველთვის ზუსტად წერდა როდის წარმოადგენდა ამერიკული კომპანია თავის ახალ პროდუქტებს“.
Apple-გან ბაზარი ელოდება ორი ახალი ტელეფონის წარმოდგენას, 4,7 და 5,5-დიუმიანი ეკრანებით. ბოლო მოდელს, iPhone 5S-ს 4-დიუმიანი ეკრანი აქვს. ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ iPhone 6-ს ახალი პროცესორი, A8 ექნება.
უფრო ადრე, ასევე არაოფიციალურად გავრცელდა, რომ ახალი სმარტფონების გაყიდვები 14 ოქტომბერს დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები