2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად ხვალ ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას გეგმავს ქალაქის მერია.
ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აგვისტოს მოვლენებსა და მამულისათვის თავდადებულ გმირებს თქვენთან ერთად გაიხსენებს.
2014 წლის 8 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებების დღის წესრიგი:
10 : 00 - აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში.
14 : 00 - აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა საფლავების გვირგვინებით შემკობა (ზუგდიდი, რიყე).
17 : 00 - აგვისტოს მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ვოდეომასალის ტრანსლირება ცენტრალურ ბულვარში.
20 : 00 - აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი კონცერტი საოპერო მომღერლების მარიამ როინიშვილისა და მიხეილ ქირიას მონაწილეობით (ღურწკაიას გიმნაზიის(GG) დარბაზი.
მასალის გამოყენების პირობები