ინგრედიენტები:
ქათმის ფარში 600 გ
ჩილი წიწაკა 1
ოხრახუში 1 კონა
დანამცეცებული პური 2/3 ჭიქა
მარილი და პილპილი
საფანელი სოუსისთვის:
პამიდორი 200 გ
ნივრის კბილი 2
ხახვი 1
რეჰანი, ბაზილიკი ან შაშკვლავი 1 კონა
მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი 2 ს.კ
მომზადებს წესი:
ოხრახუში წვრილად დავჭრათ.ჩილი წიწაკას თესლი ამოვაცალოთ და ასევე წვრილად დავჭრათ. შევურიოთ ქათმის/ინდაურის ფარშს. დავამატოთ მარილი და პილპილი, კარგად ავურიოთ. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია დანამცეცებული პურიც დავამატოთ. ყველაფერი კარგად ავურიოთ და სველი ხელებით პატარა გუფთები გავაკეთოთ. ამოვავლოთ საფანელში, შევწვათ ტაფაზე სანახევროდ, შემდეგ დავასხათ პამიდვრის საწებელი და ვშუშოთ საბოლოო მომზადებამდე.
საწებელს ვაკეთებთ ასე: პამიდორს გავაცალოთ კანი (ამისთვის 1 წუთი მდუღარე წყალში გავაჩეროთ) დავჭრათ წვრილად.
ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დავამატოთ პამიდორი და დაჭრილი ბაზილიკი/რეჰანი. ვშუშოთ სასურველ სისქემდე. შევაზავოთ მარილით და პილპილით.
თუ კაკლის ზომის გუფთებს გავაკეთებთ, შეგვიძია სპაგეტის დავურთოთ სოუსად, ასევე შესაძლებელია ფარშში ხახვის დამატებაც, სურვილის შემთვევაში.
მასალის გამოყენების პირობები