17 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა ავსტრიელი სტუდენტის სარჩელს Facebook-ის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის პრივატულობის დარღვევა ედება ბრალად.
26 წლის მაქს შრემსის განცხადებით, რომელმაც ვენის სასამართლოს შესაბამისი სარჩელით წინა კვირას მიმართა,Facebook-ის მომხმარებლების მიმართ გაკეთებულ მოწოდებაზე, რომ შეერთებოდნენ სარჩელს, იმაზე მეტი გამოეხმაურა, ვიდრე ის ელოდებოდა. გამომხმაურებელთა უმრავლესობა ევროპაში ცხოვრობს და დიდმა ნაწილმა ფინანსური დახმარების სურვილი გამოთქვა.
შრემსი, Facebook-გან 500 ევროს მოცულობის კომპენსაციას ითხოვს. სტუდენტი სოციალურ ქსელს კონკრეტულად ადანაშაულებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთვის დახმარების გაწევაში ინტერნეტ-მომხმარებლების თვალთვალის პროგრამის, PRISM-ის რეალიზაციაში.
Facebook-ი ამ სარჩელზე ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ამჟამად სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა 1.32 მლრდ-ს აჭარბებს.
მასალის გამოყენების პირობები