15 აგვისტოს, კლუბ”26 სექტორში” დიჯეი BENT-ის, საიმონ მაილსის ლაივ სეთი გაიმართება. საღამო 23:00 საათზე დაიწყება და საათ ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. ივენთის განმავლობაში მსმენელს ელექტრონული მუსიკის ცნობილი და საყვარელი ნამუშევრების მოსმენის საშუალება მიეცემა, როგორიც არის: Magic Love, Always, Kisses და ა.შ.
BENT- 1999 წელს შეიქმნა. 2013 წელს მათ ორმაგი ალბომი გამოუშვეს, რომელშიც საკუთარი ყველა დროის საუკეთესო მუსიკა არის შესული.
გარდა უცხოელი არტისტებისა, კლუბში მსმენელს ქართველი შემსრულებლების მოსმენის საშუალებაც მიეცემა. 21 აგვისტოს მსმენელის წინაშე ”სალიო” წარსდგება, ხოლო 28 აგვისტოს დათო გომართელი გამართავს კონცერტს.
უცხოელი შემსრულებლების საღამოებზე დასწრება 30 ლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო ქართველი მომღერლების საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები