განმუხურის შესასვლელში, “კაზანტიპის რესპუბლიკის” ერთ-ერთ უბანს “გენაცვალე City” დაერქვა. “კაზანტიპის” მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით ეს იქნება დროებითი ქალაქი, რომელიც 20-30 აგვისტოს ჩათვლით, მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში მიიღებს სტუმრებს.
“გენაცვალე City”, რომელიც “კაზანტიპის რესპუბლიკის” შესასვლელში მდებარეობს, პლაჟზე გაშლილი გვირილების ფორმის კარვების ქალაქი გახდება, სადაც გამზადებული თანამედროვე კარვები, საძილე ტომრებითა და ქვეშაგებით ერთგვარი გვირილების მინდვრის ფორმით განლაგდება
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით ცხოვრება კარვების ქალაქში ერთ ადამიანს 10 დღის განმავლობაში მხოლოდ 99 ამერიკული დოლარი დაუჯდება. “გენაცვალე City”-ში ადგილების გაყიდვა სამი მიმართულებით იყოფა:- საქართველო, უკრაინა და ევროპა.
მასალის გამოყენების პირობები