2008 წლის აგვისტოს მოვლენები ფოთშიც გაიხსენეს. 7 აგვისტოს ღამით რუსულმა ბომბდამშენებმა ფოთის პორტი და სანაპირო დაცვა დაბომბეს, დაიღუპა 12 ადამიანი.
დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ახლობლებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მათ ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. დღესვე ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები