Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა ნოა კეიგენმა წიგნი გამოსცა, სადაც აღწერს როგორ აგრესიულად ექცეოდა მარკ ცუკერბერგი თანამშრომლებს, სოციალური ქსელის შექმნის გარიჟრაჟზე, 2005 წელს. წიგნს ჰქვია „როგორ დავკარგე $170 მილიონი: დრო, როცა ნომერ ოცდამეათე ვიყავი Facebook-ში".
კეიგანი, რომელიც ამჟამად კომპანია SumoMe-ს ხელმძღვანელობს, აღწერს ეპიზოდს, როცა Facebook-ის ხელმძღვანელმა ბრაზისგან თანამშრომლის კომპიუტერს წყალი გადაასხა.
„არ მახსოვს რომელ ფუნქციას ვამუშავებდით, მაგრამ ინჟინერმა კრის პატნემმა და მე, ერთი თვე დავკარგეთ იმაში, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობდით, მარკს მოსწონებოდა. მარკმა კი დაიყვირა, რომ ეს ნაგავია, უნდა გადაგვეკეთებინა და კრისის კომპიუტერზე წყალი გადაასხა. ყველა გარშემო შოკში იყო“, - წერს კეიგენი.
გარდა ამისა, ის იხსენებს, რომ ცუკერბერგი ხშირად ოფისში სამურაის ხმლით დადიოდა. „არავინ იცის საიდან ჰქონდა ეს ხმალი და საბედნიეროდ მისგან არავინ დაზარალებულა. ის ხშირად დადიოდა ოფისში და ხუმრობით ეუბნებოდა თანამშრომლებს, რომ თავს მოაჭრის მას, ვინც საიტს უმტყუნებს“.
ასეთივე წიგნებიდან გახდა ცნობილი, Apple-ის ხელმძღვანელის სტივ ჯობსის და Amazon-ის ჯეფ ბეზოსის ცუდი ხასიათის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები