ზუგდიდის ცენტრში დილიდან წინასაარჩევნოდ გაკრულ პოლიტიკურ პლაკატებს ხსნიან. დასუფთავების შესახებ დადგენილება ქალაქის საკრებულომ მიიღო.
სამუშაოებში თვითმმართველობის ორგანოს წევრები, ზუგდიდის მერიისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ.
არჩევნების შემდეგ, კანონის თანახმად, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას საარჩევნო-სააგიტაციო მასალა უნდა ჩამოეხსნა,თუმცა ზუგდიდში კანონის ეს მოთხოვნა არ შეუსრულებიათ.
მასალის გამოყენების პირობები