ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. სოფელ ცაიშში ერთმანეთს "ფიატისა" და "პიკაპის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად "ფიატის" მძღოლი დაშავდა და ის ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა."პიკაპის" ავტომობილს ზუგდიდის გამგეობის თანამშრომელი მართავდა. ავარიის გამო მოძრაობა დაახლოებით 40 წუთით შეფერხდა,რის გამოც ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ.
ამჟამად ავარიის მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები