Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/10410457_699185750137125_8775787075826807241_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/10410457_699185750137125_8775787075826807241_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/10410457_699185750137125_8775787075826807241_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/10410457_699185750137125_8775787075826807241_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ფოთში 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა
დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ილია დარჩიაშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის არჩეულმა მერმა ირაკლი კაკულიამ ფოთში ახლადაშენებული შვიდი კორპუსი გახსნეს და 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს. ბინების გადაცემის ცერემონიას ასევე ესწრებოდა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროკავშირის დაფინანსებით, ფოთის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 7 ახალი საცხოვრებელ კორპუსი ააშენა. შვიდი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ევროკავშირის მიერ 9 მილიონ 180 101 ლარი იყო გამოყოფილი. ფონდის დაკვეთით სამშენებლო სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდა. თითოეულ კორპუსში 40 ბინაა, აქედან–10 ერთოთახიანი და 30 ოროთახიანი. შენობა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჯამში 280 ბინიდან 20 ბინა სწორედ შშმ პირებს გადაეცემათ. ბინები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტრომ გადაანაწილა და კენჭისყრა ჩაატარა. სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც ორი წელი მიმდინარეობდა 350 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 60% ადგილობრივი მოსახლეობა გახლდათ. საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ფარგლებში მოხდა სახლების უზრუნველყოფა საინჟინრო კომუნიკაციებით. ბინებში გაყვანილია გაზი, წყალი, ელექტროენერგია, გამართულია საკანალიზაციო სისტემა. ყველა ოჯახში დამონტაჟდება: გამათბობელი სისტემა, ე.წ "კარმა", გაზქურა და წყლის გამათბობელი ავზი. პროექტით ასევე მოხდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დამონტაჟდა გარე განათება, ბავშვებისთვის გაკეთდა 2 სკვერი. თითოეულ კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, კეთილმოეწყო ტროტუარები, გაიმართა სანიაღვრე სისტემები. შესაბამისად ახალი საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ითვალისწინებს და აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს "ზიმო" აწარმოებდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც აწარმოებს. დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.