ინგრედიენტები:
ბანანი 2
ათქვეფილი ნაღები 250 მლ
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 75 გ
კარამელის სოუსი ან მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
შოკოლადის სოუსი 50 მლ
შაქრის პუდრი ნაღებისთვის 4 ჩ.კ
ეს ინგლისური დესერტის - ბანოფი პაის მარტივი ვერსიაა.
დატეხეთ ნამცხვარი საშუალო ზომაზე და გაანაწილეთ ჭიქებში. დაადეთ დაჭრილი ბანანის ფენა და მოასხით კარამელი ან შესქელებული მოხარშული რძე (დულჩე დი ლეჩე)
დაადეთ ნაღების ფენა, შემდეგ კვლავ დაჭრილი ბანანი.
მოასხით კარამელი და შოკოლადი. დესერტი მზადაა
მასალის გამოყენების პირობები