სოციალურმა ქსელმა Twitter-მა შეიმუშავა სერვისი ინტერნეტ-შესყიდვებისთვის, რომელიც საქონლის პირდაპირ ტვიტებიდან შეძენის საშუალებას იძლევა.
Twitter -ის Android-აპლიკაციის სქრინშოტიდან ირკვევა, რომ გაჩნდა გრაფა „გადახდები და მიტანა“, სადაც მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს და შემდეგ საკუთარი მისამართი მიუთითოს, რათა შენაძენის მისთვის მიწოდება მოხდეს.
ჯერ-ჯერობით ეს ფუნქცია არ მუშაობს და მისი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ სქრინშოტებზე, რომელიც Twitter-ში გავრცელდა.
ხმები, რომ Twitter-ი ელექტრონული კომერციის ფუნქციის გაშვებას აპირებს, პირველად არ გავრცელდა. ივნისში გავრცელდა, რომ Twitter-ი ტესტირებას უკეთებს ღილაკს „იყიდე ახლა“, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ შენაძენი პირდაპირ სოციალური ქსელიდან გაუსვლელად გაკეთდეს. გარდა ამისა, გასულ თვეს, სოციალურმა ქსელმა საგადამხდელო სტარაპი CardSpring-ი იყიდა.
მასალის გამოყენების პირობები