გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ზამთარი… და გაზაფხული ადამიანის სულიერი მოგზაურობის სიმბოლიკებით გაჯერებული მშვენიერი, ელეგანტური, პოეტური ფილმია. სეზონური ცვილებები ისეთივე გარდაუვალია, როგორც ადამიანის მიერ აღქმების ცვალებადობა ცხოვრებაში, მისი ბავშვობიდან ხანდაზმულობის ასაკამდე. ეს არის უნივერსალური ამბავი ადამიანის სულზე, რომელიც უმანკოების, სიყვარულისა და შეპყრობის, ტანჯვის, ხსნისა და განათლების გზას გადის, საბოლოოდ კი თავიდან იბადება.
აპლოდისმენტებს იმსახურებს რეჟისორი კიმ კი დუკი, ნახატივით დაწერილი ამ საოცარი კორეული ფილმისთვის.
ისტორია ოთხ სეზონადაა დაყოფილი და როგორც სათაურიდანვე ვიტყობთ, იგი იწყება და სრულდება გაზაფხულით. დასაწყისი გაზაფხულის პერიოდში ვითარდება, სადაც ბერი ახალგაზრდა ბიჭს უვლის, რომელიც ძნელი გზის გავლით – თევზის, ბაყაყისა და გველის წამებით – იგემებს დანაშაულის შეგრძნებას. ყველა ვინც ზიანს აყენებს სხვა ადამიანს ან სამყაროში მცხოვრებ სხვა არსებას, ამით საკუთარ თავს აყენებს ზიანს. ეს ურთიერთგადაჯაჭვულობა ლამაზად არის წარმოდგენილი სწორედ სეზონების ცვლილებაში.
მასალის გამოყენების პირობები