ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი დევიდ დუხოვნი თავის მეუღლეს ტია ლეონეს დაშორდა.
დასტურდება, რომ განქორწინების ინიციატორი თავად დუხოვნი იყო. მან მიზეზად „მოუგავრებელი შეუთანხმებლობა“ მიუთითა.
მეუღლეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, დუხოვნიმ ყოველთვიურად 8000 დოლარის გადახდის ვალდებულება აიღო თავიანთი არასრულწლოვანი ბავშვების შესანახად, რომლებიც დედასთან იცხოვრებენ. გარდა ამისა, ის ყველა მათი კურსის, საზაფხულო ბანაკის , კერძო სკოლებსა და კოლეჯებში სწავლის საფასურს გადაიხდის.
მთლიანობაში, ეს თანადგომა მსახიობს თვეში 40 ათასი დოლარი დაუჯდება. მას ბავშვების რეგულარულად მონახულების და მათთან ერთად დროის გატარების უფლება ექნება.
შეგახსენებთ, რომ წყვილი 1997 წელს დაქორწინდა.
მასალის გამოყენების პირობები