"ვეფხისტყაოსანზე" ფილმ–მიუზიკლს თანამედროვე ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს. ამ პროექტისთვის სწორედ ახლა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი კადრების გადაღება.
ნიკოლოზ ხომასურიძემ განაცხადა:"ჩემთვის "ვეფხისტყაოსანი" ღირებული ქმნილებაა და შოთა რუსთველის ეს საოცარი ნამუშევარი კინოშიც უნდა იქნას გადაღებული, ასევე სცენაზე დადგმული და თუნდაც ანიმაციურ ჟანრში გადწყვეტილიც. რათა ეს შედევრი, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ არ გაკეთებულა და ახლა გვაქვს ერთგვარი მცდელობა, რამდენიმე ეპიზოდი ჩვენი ხედვით გადავიღოთ. ეს იქნება ფილმი-მიუზიკლი, რომელიც ამასთან, ქართულ ცეკვას, როგორც უნიკალურ, კულტურულ განძსა და ინტელექტუალურ ფიზიკურ გამოვლინებას წარმოაჩენს. აი, ამ ყველაფრის ერთობლიობა, ასევე საბრძოლო სცენები პროექტში მაგრად ჩაჯდება, რითაც თანამდეროვეობიდან წარსულში გადასვლის მომენტები ყველანაირად შეზავდება.
ერთ თვეში ვიდეოპრეზენტაციას კინოთეატრ "რუსთაველში" გავმართავთ, სადაც მოვიწვევთ ბიზნესსექტორისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ადამიანებს და მოხდება პროექტის წარდგენა, ანუ რის გაკეთებას ვაპირებთ...მას არ ექნება დასრულებული ფორმა.
ეს იქნება ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც იმ საბრძოლო ნომრებსაც ჩავსვამთ, რასაც ახლა ვიღებთ და რომელსაც მომავალ ფილმშიც შევიტანთ. ვიდეოპრეზენტაციაში ვაჩვენებთ, თუ როგორ ვმუშაობდით, როგორი იყო პროცესი, რა გვილხინდა, რა გვიჭირდა და როგორ ვქმნიდით.
მოკლედ, ჩემი აზრით, კარგი პროდუქტი იქნება, რომელზე მუშაობაც მეგობრებმა - თემო ციხისელმა და კახა ბუაძემ შემომთავაზეს. ისინი მოცეკვავეები არიან და იდეა სწორედ მათგან წამოვიდა. ",– აცხადებს ხომასურიძე
მისივე თქმით, "ვეფხისტყაოსნის" გადაღება 10 წელიწადში უნდოდა, როდესაც სახელს გაითქვავდა.
"ვეფხისტყაოსნის" გადაღება ერთი ათ წელიწადში მინდოდა, როცა სახელიც მექნებოდა, მაგრამ მათი იდეა მომეწონა და ამ ახალი მიმართულების განხორცილება დავიწყეთ.ერთი ეტაპი პროფკავშირების სასახლის დარბაზში გადავიღეთ, ერთიც "ქართული ფილმის" პავილიონში. "ქოროღლის ციხეზეც" ავედით, რომელსაც ქაჯეთის ციხედ ვიყენებთ. მას ვიზუალური ეფექტით რაღაცებს დავამატებთ, რითაც მასშტაბური ციხე გამოვა. როდესაც მას მაყურებელი ნახავს, რთულად თუ დაიჯერებს, რომ ეს ქართული პროდუქციაა",– განაცხადა ახალგაზრდა რეჯისორმა
მასალის გამოყენების პირობები