საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია 12-16 აგვისტოს ჩათვლით ტრადიციულ ფესტივალს “ტობა-2014″ გამართავს. ფესტივალი ეგრისის ქედზე ტობა ვარჩხილის ტბათა სისტემის მიმდებარედ გაიმართება.
“Toba-Fest”-ი 5 დღე გაგრძელდება და დატვირთული იქნება მრავალი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებითა და გზამკვლევის მომსახურებით. “Toba-Fest”-ში მონაწილეობის მიღება უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის.
ფესტივალის მიზანი ეგრისის ქედის ტურისტული მარშრუტების და ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაციაა. ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 100 ადამიანს.
მასალის გამოყენების პირობები