ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 2
პამიდორი 2
ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის 2
ხახვი 1
ნივრის კბილი 6
ძმარი 1 ს.კ
შაქარი 1 ჩ.კ
პილპილი
ზეთი შესაწვავად
ბადრიჯანი გავთალოთ და დავჭრათ ფირფიტებად. მოვაყაროთ მარილი, დავტოვოთ 30 წთ.
შემდეგ კარგად გავწუროთ და შევწვათ ზეთში.
გავაგრილოთ, დავანაწევროთ ჩხირებივით.
დანარჩენი უმი ბოსტნეული დავჭრათ წვრილ ჩხირებად და გადავურიოთ ბადრიჯანს. დავამატოთ ნიორი და სანელებლები. შეგვიძლია ქინძიც დავამატოთ.
მასალის გამოყენების პირობები