Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/unnamed_12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/unnamed_12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/unnamed_12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/unnamed_12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ლიანა ისაკაძე საქართველოს 16 აგვისტოს ეწვევა
27-დან 31 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ბათუმში VI საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართება, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი მსოფლიოში აღიარებული  ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძეა.
ოთხი დღის განმავლობაში  ბათუმის საზაფხულო თეატრი ქართველი და უცხოელი მსმენელის სასურველ ადგილად გადაიქცევა. საღამოები 20 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარი იქნება. წლევანდელ ფესტივალზე ტრადიციისამებრ თავს მოიყრიან  როგორც ქართველი, ისე უცხოელი ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები. მათ შორის აღსანიშნავია  ლიტველი დირიჟორი გინტარას რინკევიჩუსი, სერგეი ნაკარიაკოვი, ვიოლონჩელისტი დენის შაპოვალოვი, აგრეთვე ვიოლონჩელისტი ალექსანდრ კნიაზევი, ფლეიტისტი იოსი არნჰეიმი, ამერიკელი პიანისტი სერგეი ბაბაიანი და ინგლისელი მევიოლინე იური ჟისლინი. სპეციალურად ამ ფესტივალისათვის ჩამოდიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსებიც, კერძოდ: დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, ალტისტი ოთარ მელიქიშვილი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ნიჭიერი ქართველი მოზარდები დათო წივწივაძე და სანდრო ნებიერიძე, რომლებიც უკვე მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან. რა თქმა უნდა, ფესტივალს დაამშვნებს შეუდარებელი ლიანა ისაკაძე და მის მიერ შექმნილი საერთაშორისო კამერული ორკესტრი “ვირტუოზები”.
ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია: 4 დღის განმავლობაში ბათუმის საზაფხულო თეატრში შესრულედება მოცარტის, ჰაიდნის, ჩაიკოვსკის, სენ-სანსის, შუბერტის, მენდელსონის, შოპენის, პროკოფიევის, რახმანინოვის, ბეთჰოვენის ნაწარმოებები. მათ შორის რამდენიმე ნაწარმოები თავად ლიანა ისაკაძის მიერ არის არანჟირებული.
ბათუმის ფესტივალის მონაწილეები თბილისსაც ესტუმრებიან, სადაც 3 სექტემბერს კონცერტს რუსთაველის თეატრში გამართავენ. თბილისური კონცერტი 20 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარი იქნება.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბათუმის მერია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.