დიდი ხნის ძიების შემდეგ სტუდია Sony Pictures-მა ფანტასტიკური ფილმის „მოჩვენებებზე მონადირეები 3“ რეჟისორი შეარჩია.
როგორც გამომცემლობა The Hollywood Reporter იტყობინება, ეს პოსტი პოლ ფეიგს შესთავაზეს. მის ნამუშევართა შორის არის ისეთი ფილმები, როგორებიცაა „მეჯვარეები“ და „სიცხე“.
კონტრაქტი ჯერ ხელმოწერილი არ არის, მაგრამ დასტურდება, რომ დამდგმელი ამ საქმით დაინტერესებულია და დეტალების შეთანხმებაში აქტიურად მონაწილეობს.
წყაროები ამტკიცებენ, რომ პოპულარული სურათის მესამე ნაწილი მის კონცეფციას კვლავ შეცვლის და მოჩვენებებზე მონადირე ქალების ჯგუფზე იქნება ფოკუსირებული.
Sony-ის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები