"კაზანტიპის" ვიზების უფასოდ გაცემა ქართველი და უკრაინელი გოგონებისთვის ხვალიდან შეწყდება. ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალზე დასასწრებად სამეგრელო ათასობით ტურისტს ელოდება. ღონისძიება 20 აგვისტოს გაიხსნება და ათი დღე გაგრძელდება.
არარსებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა ღია ბარები და ბუნგალოები, მიმდინარეობს ბაზრის მშენებლობა.
ზღვისპირა ქალაქში თბილისიდან 1000-მდე პოლიციელის ჩასვლა იგეგმება - ანაკლიაში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. ადამიანებს, რომლებიც კაზანტიპის წინააღმდეგ გამოდიან, "რესპუბლიკის პრეზიდენტი" შეხვედრას და ინფრმაციის მიწოდებას სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები