ლეონიდ ძიაპშბამ, მირაბ ქიშმარიამ და რაულ ხაჯინბამ საექსპერტო ფონდ „აინარ“- ის მიერ შემუშავებულ საზოგადობერივ-პოლიტიკურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
„აინარ“- ის ფონდის წარმომადგენლის ალსან ბასარიას სიტყვებით, სამი კანდიდატის გარდა, ხელშეკრულებას სხვადასხვა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დაუჭირეს მხარი .
ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. „ ეს დოკუმენტი წინასაარჩევნო კამპანიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია და უფრო გულდასმით შესწავლას საჭიროებს“ - განაცხადეს ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბში.
„ხელშეკრულება ასახავს პირველად, აუცილებელ ნაბიჯებს — რომელთა განხორციელება აუცილებელია აფხაზეთის სახელმწიფოს მეთაურისთვის, მისი პოლიტიკური, იდეოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა შეხედულებების მიუხედავად“ , - ნათქვამია ხელშკრულების ტექსტში, რომელიც 12 პუნქტს შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები