“სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ kazantip-ის ფესტივალთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება რეგიონის ჟურნალისტებთან გააჟღერა. ჯგუშია აცხადებს,რომ „უზნეობის და გარყვნილების მხარდაჭერით ნაშოვნი ფული არავის არ შერგებია და არც შეერგება, ეს არის გასაცოდავებული მოსახლეობა,რომელიც ხელისუფლებამ მოატყუა.“
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება დაგმო და ზუგდიდელებს მიმართა, ხმა აიმაღლონ უსამართლობაზე. მისი განმარტებით, „სამეგრელოს ხმა“ როგორც რიგითი ჯარისკაცი, მთავარი ეროვნული ფასეულობების დასაცავად ყოველთვის დადგება და არავის არ მისცემს საზოგადოების მოტყუების უფლებას.
თენგიზ ჯგუშიამ ბრიფინგზე მამა გიორგი ჯგუშიას და მამა ილარიონ შენგელიას მიმართა კითხვით - რატომ არ მოუწოდებენ „საკუთარ სულიერ შვილებს“, ფესტივალის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ:
„ვეკითხები ილარიონ შენგელიას, მამაო, რატომ არ მოუწოდებთ თქვენს სულიერ შვილ ქვარაიას „კაზანტიპის“ წინააღმდეგ ხმა ამოიღოს? ვეკითხები ჩემს ნათესავ გიორგი ჯგუშიას, ორივე ქვარაიას და გოგოხიას პოლიტიკური ლობირებით რომ ხართ დაკავებული, თქვენს სულიერ შვილებს რატომ არ უშვებთ 14 აგვისტოს აქციაზე?“.-ამბობს თენგიზ ჯგუშია.
მასალის გამოყენების პირობები