კომპანია „ფერეროს“ შვილობილი კომპანიის „აგრი ჯორჯიას“ მუშები ხელფასების მომატებას ითხოვენ.
აქციის მიმდინარეობისას, გაფიცულებმა ქარხნამდე მიმავალი გზა გადაკეტეს და თხილით დატვირთული ტრაქტორები არ შეუშვეს, თუმცა მდგომარეობის გამოსწორება პოლიციამ შეძლო.
მათი განცხადებით, ანაზღაურება დღიური 20 ლარია, რაც მათი შრომის არაადექვატურია, რისთვისაც ხელფასის 5 ლარით გაზრდას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას და კომპანიის პიკეტირებას გეგმავენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ დაბალ ხელფასთან ერთად სამუშაო საათებში წყლისა და ბიოტუალეტების არარსებობაც აწუხებთ და აქციებზე ეს მოთხოვნაც დააყენეს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება და ანაზღაურებაც მათი მუშაობის შესაფერისია.
კომპანია „აგრი ჯორჯია“ სამეგრელოში თხილის პლანტაციებს და გადამამუშავებელ ქარხნებს ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები