პერენა კეი ერთ-ერთია იმ ახალ მილიარდერთაგან, რომლებიც ჟურნალ ”ფორბსის” მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგს წელს შეუერთდნენ.
თუმცა, პერენა არა მხოლოდ მილიარდერია, არამედ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერიც - ის მხოლოდ 24 წლისაა.
ეს ტიტული ჰონგ-კონგელმა პერენა კეი ჰოი-ტინგმა Facebook-ის თანადამფუძნებლის, დასტინ მოსკოვიცისაგან ”გადაიბარა”.
ახალგაზრდა ჰონგ-კონგელი გოგონა ფინანსების განხრით ლონდონში სწავლობდა და ამჟამად მისი ქონება 1.3 მილიარდ დოლარს აღწევს. პერენა Logan Property-ს 85 პროცენტიანი წილის მფლობელია, სადაც ხელმძღვანელისა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტს მამამისი, ჯი ჰაიპენგი იკავებს. სულ ეს არის, რაც მის შესახებ იცის საზოგადოებამ, თუმცა თუ გოგონამ საკუთარი ქონების ზრდა განაგრძო, სავარაუდოა, რომ მალე მისი ცხოვრება უფრო მეტად გახდება საჯარო ინტერესის საგანი.
პერენა იმ 42 ახალ ქალბატონს შორისაა, რომლებიც ”ფორბსის” რეიტინგს წელს შეემატნენ და ასევე, ერთ-ერთია 45 მილიარდერს შორის, რომლებიც ჰონგ-კონგიდან არიან.
მასალის გამოყენების პირობები