საკაბელო ტელეარხმა USA Network დრამა „კოსტიუმები“ მეხუთე სეზონით გააგრძელა. ახალი სეზონი 16 ეპიზოდისგან იქნება შედგენელი და ეთერში შემდეგ ზაფხულს გამოვა. ამის შესახებ გამომცემლობა The Hollywood Reporter იტყობინება.
შოუს მეოთხე სეზონი, რომლის ფინალიც 20 აგვისტოს შედგა, 18-დან 49 წლამდე ასაკობრივ რგოლში ზაფხულის სერიალების ათეულის ლიდერია.
ტელეარხის პრეზიდენტმა ქრის მაქკამბერმა განაცხადა: „კოსტიუმები“ თავისი პროვოკაციული სცენარითა და განსხვავებული პერსონაჟებით მაყურებლის გაოცებას აგრძელებს. ერთ-ერთი საუკეთესო სცენარითა და საოცარი სამსახიობო დასით ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ უნიკალური შოუს მეხუთე სეზონს, რომელიც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია USA Network-ისთვის“.
მასალის გამოყენების პირობები