გალში მცხოვრები ქართველები შიშობენ, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ მათ წინააღმდეგ კონკრეტული შეზღუდვები დაწესდება. უკანონოდ გამოცხადებული აფხაზური დოკუმენტებით ისინი მიმოსვლას ამ დრომდე შეუფერხებლად ახერხებენ. პასპორტიზაციის პოლიტიკაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. ამ დრომდე ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის მოსახლეობასთან შესახვედრად მხოლოდ 2 კანდიდატი იყო ჩასული - ასლან ბჟანია და რაულ ხაჯიმბა.
მასალის გამოყენების პირობები