"კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით ანაკლიაში მუნიციპალური ბაზარი დღეს 11.00 საათზე გაიხსნა. სადაც პროდუქციის გაყიდვას აქ 200 მოვაჭრე შეძლებს. ასევე დაგეგმილია ავტოპარკის გახსნა, სადაც 500-ზე მეტი ტაქსი უკვე დარეგისტრირდა.
მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორები იმ ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობენ, რომელსაც რეგიონი "კაზანტიპიდან" მიიღებს. მათი ინფორმაციით, ბაზრისა და ავტოპარკის გარდა ანაკლიიდან განმუხურამდე 16 ბარი, ბუნგალო და ლაუნჯი გაიხსნება. ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე 100-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები