ფილდსის მედლის (Fields Medal) 78 წლიან ისტორიაში, რომელსაც ასევე ნობელის პრემიას უწოდებენ მათემატიკაში, გამარჯვებული ქალი გახდა.
მარიამ მირზახანი (Maryam Mirzakhani), რომელიც კალიფორნიის შტატში, სტენფორდის უნივერსიტეტში მუშაობს, პრემიას მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციაზე, სეულში მიიღებს.
პრემია, ენიჭება ოთხ ან ნაკლებ ორმოც წლამდე ასაკის მათემატიკოსს, საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ყოველ კონგრესზე, ოთხ წელიწადში ერთხელ. მედალს თან ახლავს ფულადი პრემია, რომელიც ამჯერად 15 ათასი კანადური დოლარია.
მედალი მზადდება 583 სინჯის, 14 კარატიანი ოქროსგან. პრემია შეიქმნა კანადელი მათემატიკოსის ჯონ ჩარლზ ფილდსის, ანდერძით. პირველი მედალი გაიცა 1936 წელს, ხოლო 1950 წლიდან დაჯილდოება რეგულარული გახდა. მისი დანიშნულება გამოჩენილი და უკვე ღვაწლმოსილი ახალგაზრდა მათემატიკოსი მკვლევარების დაფასება და მხარდაჭერაა.
მირზახანი დაიბადა 1977 წელს თეირანში. "მარიამი ირანში ცნობილი პიროვნებაა, ის მოსწავლეებისთვის სამაგალითოა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც იქნა უმაღლესი მათემატიკური ჯილდო ქალს ერგო - ეს წერტილს დაუსვამს სკეპტიკოსების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პრემიის ლაურეატები შეიძლება მხოლოდ მამაკაცები გახდნენ", განაცხადა მსოფლიო მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა ინგრიდ დობეშიმ (Ingrid Daubechies).
მასალის გამოყენების პირობები