სტუდიამ Sony Pictures ფილმის "მძვინვარება" პრემიერის თარიღი შეცვალა, სადაც მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს. 14 ნოემბრის ნაცვლად დიდ ეკრანებზე ფილმი 17 ოქტომბერს გამოვა. პრემიერის თარიღის დაჩქარების მიზეზი სავარაუდოდ პრესტიჟული პრემიებისთვის ბრძოლა გახდა. ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება და მასში მონაწილეობას შაია ლაბეფი, ლოგან ლერმანი, ჯონ ბერნტალი და სხვა მსახიობები მიიღებენ. პროექტის დამდგმელი კი დევიდ ეიერია.
მასალის გამოყენების პირობები