ცაციები მსოფლიო მოსახლეობის 5-15%-ს შეადგენენ, ხოლო გენიალურ ადამიანებს შორის ყოველი მეხუთე ცაციაა. მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ ცაციებს საფრთხის წინასწარმეტყველება შეუძლიათ.
ლათინურად ცაცია ანუ, მარცხება - “სინისტერ” ბოროტების სინონიმია. ხოლო მარჯვენა “დეხტერ” კი სიკეთის, ხელგარჯილობის.
მისალმებისას ხელის ჩამორთმევის ტრადიცია ძველ რომში ჩაისახა. ეს იყო კეთილი ნების, კეთილი განზრახვის ჟესტი. ადამიანი ამრიგად აჩვენებდა, რომ უიარაღო იყო. ცაციას კი მარჯვენა ხელის ჩამორთმევისას მარცხენა ხელში იარაღი შეიძლებოდა ჰქონოდა ჩამალული. ამის გამო ცაციებს რომში არავინ ენდობოდა.
ძველ საბერძნეთში მიიჩნევდნენ, რომ ცაცია ღმერთებს ენათესავებოდა. ბერძნების რწმენით, როცა ღმერთები ადამიანის სახეს იღებდნენ, ჩვეულებრივი მოკვდავებისგან ცაცია ხელით განსხვავდებოდნენ. ასე სჯეროდათ ინდუსებსაც. ცაციებისადმი ძველი ბერძნების და ინდუსების კეთილგანწყობა იშვიათი გამონაკლისი იყო.
ცაციების მუშაობის და იარაღების მარცხენა ხელით მოხმარების შემყურე გერმანელები ცაციებს უგერგილოებს ეძახდნენ. სწორედ ასე ითარგმნება გერმანულიდან სიტყვა ცაცია.
გამოჩენილი ცაციების შთამბეჭდავი არასრული სია ასეთია: იმპერატორები: კეისარი, ნაპოლეონი, მხედართმთარი ალექსანდრე მაკედონელი; მხატვრები: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, რუბენსი, კამილ პისარო, პაბლო პიკასო; კომპოზიტორები: მოცარტი, ბეთჰოვენი, სერგი რახმანინოვი, სერგი პროკოფიევი; მწერლები: ლუის კეროლი, ლევ ტოლსტოი, მარკ ტვენი, ფრანც კაფკა; მეცნიერები: ალბერტ აინშტაინი, ჯეიმს მაკსველი, ივანე პავლოვი; ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე, ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონაც ცაცია ყოფილა.
ბარაკ ობამა, პოლ მაკარტნი, ჯიმი ჰენდრიქსი, კურტ კობეინი, ჯორჯ მაიკლი, ბრიუს უილისი, ჯულია რობერტსი, ანჯელინა ჯოლი, დემი მური, დრიუ ბერიმორი, ჩარლი ჩაპლინი, მერილინ მონრო, რობერტ დე ნირო, კიანუ რივზი, რიკი მარტინი, ბილ გეითსი, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, არისტოტელე, ნაპოლეონი, იულიუს კეისარი, ბილ კლინტონი, ფილ კოლინსი, რინგო სტარი, ტომ კრუზი, გრეტა გარბო, ვუპი გოლდბერგი, ნიკოლ კიდმანი.
მასალის გამოყენების პირობები