"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" თავმჯდომარის, ავთანდილ უნგიაძის ინფორმაციით, ანაკლიაში, დღეს "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდება. მისი განცხადებით, ანაკლიაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში , დღეს, 10:00 საათზე, წირვა ჩატარდება, რის შემდეგაც გადაწყდება თუ რა სახის აქცია გაიმართება.
"წირვის შემდეგ სასულიერო პირებთან ერთად მოვითათბირებთ და გადავწყვეტთ თუ რა სახის აქცია ჩატარდება გარყვნილების წინააღმდეგ. ღმერთს შევთხოვთ, რომ მოგვაშოროს გარყვნილობა, მათ შორის "კაზანტიპის" ფესტივალი", - განაცხადა უნგიაძემ.
მისივე ინფორმაციით, ხალხი თბილისიდან ანაკლიის მიმართულებით დღეს, დილის 5:00 საათზე ტაძრებიდან დაიძრებიან.
მასალის გამოყენების პირობები