ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი მიმდინარეობს. მას ესწრებიან ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის,ასევე თბილისიდან ჩამოსული სასულიერო პირები და მრევლი.
რაც შეეხება „კაზანტიპის“ წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას, შეკრებილები აცხადებენ, რომ აქციის გამართვა - არგამართვის საკითხი სწორედ წირვის შემდეგ გადაწყდება. ანაკლიაში წირვაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე,თუმცა აქციის გამართვის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არც მათ აქვთ.
კაზანტიპის ფესტივალი ანაკლიაში 20-30 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები