სიერა და მისი საქმრო Future ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილი გეგონებოდათ. სამი თვის წინ ისინი საყვარელი ბავშვის მშობლები გახდნენ და ქორწინებისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ მათი ბედნიერება არც ისეთი იდეალური ყოფილა. აღმოჩნდა, რომ საქმრო შეყვარებულს ღალატობდა. ახლა კი მათ შორის ყველაფერი დამთავრდა.
მომღერალმა ნიშნობა მაშინვე ჩაშალა, როცა კი საქმროს თავგადასავლების შესახებ გაიგო. „ის მას ღალატობდა- განაცხადა წყარომ. – თამაში მორჩა. ის ძალიან დაცლილია. ახლა სიერა მთელ აქცენტს ბავშვზე გადაიტანს“.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Us Weekly-სთან მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა დედამ განაცხადა, რომ მუსიკალურ კარიერას გააგრძელებს. „როცა დედა ხდები, წვრილმან რაღაცებზე აღარ ნერვიულობ,- განაცხადა სიერამ. – უფრო მიზანდასახული გავხდი. ეს კი საშუალებას მაძლევს უფრო მობილიზებულად მივუდგე ჩემს ცხოვრებისეულ მიზნებს. ახლა ვგრძნობ, როგორ ვივსები ახალი შინაგანი ენერგიით“.
მასალის გამოყენების პირობები