ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მოხეტიალე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეპატრონეების ჯარიმების განსაზღვრის წესის შესახებ დღეს საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. სხდომაზე ითქვა,რომ ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში,პარკებსა და ბაღებში, მესკუთრის მეთვალყურეობის ან მის გარეშე, დატყვევებული პირუტყვის მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ტროტუარებზე,საავტომობილო გზებზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე -20 ლარით. ამასთან, საკრებულოს კომისიის სხდომაზე ითქვა,რომ ფაქტის განმეორების შემთხვევაში ჯარიმები არ იცვლება,რადგან კანონში შესაბამისი ჩანაწერი არ არსებობს.
ზემოაღნიშნული საკითხები,სავარაუდოდ,მომდევნო საკრებულოს სხდომებზე დამტკიცდება.
მასალის გამოყენების პირობები