საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ზუგდიდში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ანაკლიაში მიმდინარე ნაპირდამცავი სამუშაოები, ყინულის სასახლე, თბილისის ქუჩაზე მშენებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი და ექსპლუატაციისთვის გამზადებული წყალმომარაგების კომპანიის შენობა დაათვალიერებინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ გვერდი ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მიმდინარე და განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა და სამომავლო გეგმებიც დაისახა.
მასალის გამოყენების პირობები