20 აგვისტოდან სასულიერო პირები ანაკლია-განმოხურის საფეხმავლო ხიდთან, სადაც „კაზანტიპის რესპუბლიკის“ ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტია განთავსებული, პერმანენტულ აქციებს გამართავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მათ საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ მიიღეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი აქციებს ყოველდღიურად გამართავენ და პროექტის მიმდინარეობას გააპროტესტებენ, რადგან, როგორც ამბობენ, ფესტივალი გარყვნილებას და ნარკოტიკების პროპაგანდას ემსახურება.
„რესპუბლიკა კაზანტიპის“ პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა სასულიერო პირებს შეხვედრა და პროექტის განხილვა შესთავაზა, თუმცა სასულიერო პირები მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ამასთან, სასულიერო პირებმა საქართველოს მთავრობისგან მარშუნოკის ქვეყნიდან გაძევება მოთხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები