მსახიობი სოფი ტერნერი, რომელმაც სახელი სერიალში "სამეფო კარის თამაშები" სანსა სტარკის როლის შესრულებით გაითქვა, მონაწილეობას მიიღებს ბიოგრაფიულ ფილმში "ფრანკენშტეინის" შემქმნელზე, მერი შელიზე. ფილმში სახელწოდებით "მონსტრი მერი შელი" ახალგაზრდა ავტორზე იქნება მოთხრობილი, ცნობილი ნაწარმოების წერის პროცესში. პარტნიორობას სოფის ტაისა ფარმიგა და ჯერემი ირვინი გაუწევენ. გადაღების გრაფიკი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები