ქალაქ ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ტრანსპორტის განყოფილების წარმომადგენლებმა პარკირების ადგილების დათვალიერება-აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს.
მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ხუბუას განცხადებით უმოკლეს დროში მოხდება პარკირების ადგილების მონიშვნა და ტაქსებისათვის შესაბამისი სადგომების გამოყოფა.
პარკირება ქალაქში საავტომობილო მოძრაობის განტვირთვასა და მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები