განმუხურის ტერიტორიაზე "კაზანტიპის" ფესტივალის ჩატარების პერიოდში დროებითი შეზღუდვები მოქმედებს, რის გამოც ტურისტებსა და დამსვენებლებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ.
შეზღუდვები 30 აგვისტომდე იმოქმედებს. ამ დროისთვის ჩაკეტილია ანაკლიიდან განმუხურში გადასასვლელი ხიდიც. თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც "კაზანტიპის" "ვიზა" ექნებათ.
შეზღუდვები წესდება ავტომობილებით გადაადგილების დროსაც.
მასალის გამოყენების პირობები