Google გეგმავს დაიცვას წყალქვეშა ოპტიკური კაბელები ზვიგენების თავდასხმისგან, რაც ბოლო დროს გახშირდა.
ამის თაობაზე კომპანიის წარმომადგენელმა დენ ბელჩერმა ბოსტონში გამართულ ღონისძიებაზე, Google Cloud Roadshow-ზე განაცხადა.
ბელჩერმა განაცხადა, რომ Google აპირებს კაბელებს სპეციალური მასალა შემოახვიოს, რაც მათ ზვიგენის კბილებისგან დაიცავს. ამასთან, აღნიშნა, რომ ზვიგენი ყველა სახის კაბელებს არ ერჩის, მხოლოდ ოპტიკურბოჭკოვანს, რომელთა გარშემო ელექტრმაგნიტური ველი არსებობს. სწორედ ის იზიდავს ზვიგენს, რადგან იქ ჩვეულებრივ თევზს ელოდება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Google შევიდა კონსორციუმში, რომელიც წყნარი ოკეანის ფსკერზე ახალ კაბელს ჩადებს. ეს მოწყობილობა იაპონიას და აშშ-ს დააკავშირებს ერთმანეთთან და მონაცემთა რეკორდული სიჩქარით გადაცემას უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები