რობინ უილიამსის ქვრივი განცხადებით გამოვიდა, რომელშიც მან შეგვატყობინა, რომ მსახიობს პარკინსონის დაავადების ადრეული სტადია ჰქონდა.
„რობინი სხვების დახმარებაში დიდი დროს ატარებდა, – ნათქვამია სიუზან შნაიდერის განცხადებაში.- რითიც არ უნდა ყოფილიყო დაკავებული: მილიონობით ადამიანს ართობდა სცენაზე, კინოში ან ტელევიზიაში, ამხნევებდა წინა რიგებში მყოფ ჯარისკაცებს , აწყნარებდა ავადმყოფ ბავშვებს – მას უნოდა, რომ ჩვენ გვეცინა და არაფრის შეგვშინებოდა. მას შემდეგ, რაც მან დაგვტოვა, ჩვენ, ვისაც რობინი გვიყვარდა, ნუგეშს ვპოულობთ მილიონობით ადამიანისგან მომდინარე აღფრთოვანებითა და სიყვარულით. მისი უდიდესი მემკვიდრეობა, სამი შვილის გარდა, ბედნიერება და სიხარულია, რომელსაც ის სხვებს ჩუქნიდა. განსაკუთრებით მათი, ვისი ცხოვრებაც ბრძოლა იყო. რობინის მხირდან ალკოჰოლზე უარის თქმა ურყევი იყო და ის მამაცურად ებრძოდა დეპრესიას , შიშშსა და პარკინსონის ადრეულ სტადიას , რაზე სახალხოდ სასაუბროდაც ჯერ მზად არ იყო. იმედი გვაქვს, რომ რობინის გარდაცვალების შემდეგ, სხვები თავიანთ თავში ძალებს მოიძიებენ, რომელიც მათთვის აუცილებელია სამკურნალოდ და შიშისგან თავის დასაღწევად, როგორი ბრძოლაც არ უნდა ელოდეთ მათ.
მაიკლ ჯ. ფოქსმა გაკვირვება გამოხატა, როცა გაიგო, რომ მის მეგობარსა და კოლეგას სერიოზული დარღვევები ჰქონდა: „შოკში ვიყავი, როცა გავიგე, რომ მას პარკინსონის დაავადება სჭირდა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მხარდაჭერა ჩვენი ფონდის მიმართ დიაგნოზს დროში უსწრებდა. ნამდვილო მეგობარო, მშვიდად განისვენე“. შეგახსენებთ, რომ მაიკლს 1991 წლიდან თავად აქვს პარკინსონის დაავადება.
მასალის გამოყენების პირობები