ახალგაზრდების მესამედი მზადაა დამსაქმებლებს მისცენ წვდომა თავიანთ ანგარიშებზე სოციალურ ქსელებში, დასაქმების გარანტიის მიღების შემთხვევაში, ნათქვამია PwC-ის ანგარიშში,რომელზეც Guardian-მა დაწერა. კვლევის ჩასატარებლად, კომპანიამ 10 ათასი ადამიანი გამოიკითხა, მთელ მსოფლიოში და ასევე HR-დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. როგორც გაირკვა, ახალგაზრდებს არაფერი აქვთ საწინააღმდეგო, თუ პოტენციური დამსაქმებლები მათი გვერდების შინაარსს შეისწავლიან სოციალურ ქსელებში და ბლოგ-პლატფორმებზე, იმისათვის, რომ თანამშრომლების მოტივაციაში გაერკვნენ. პირადი ინფორმაციის კოლეგებისთვის გახსნის მომხრეა გამოკითხულთა 36%, ე.წ. "Y თაობიდან". PwC-ის პროგნოზით, თანამშრომლებზე სოციალურ ქსელებში თვალყურის დევნება სულ უფრო ხშირი პრაქტიკა გახდება უახლოეს 10 წელიწადში. 2020 წლისთვის, გლობალური სამუშაო ძალის ნახევარს შეადგენენ ადამიანები 18-32 წლის ასაკობრივ ჯგუფში, რომლებსაც პრინციპულად განსხვავებული მიდგომა აქვთ ტექნოლოგიების და პირადი ინფორმაციის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები