ჯოან როულინგმა ჰარი პოტერის გულშემატკივრებს მომდევნო სურპრიზი მოუწყო. მან Pottermore-ზე ახალი ნამუშევარი გამოაქვეყნა. ამჯერად ისტორია მომღერალი ჯადოქრის, სელესტინა უორბეკის ცხოვრებაზე მოგვითხრობს და დაწვრილებით გვაცნობს მისი არსებობის საინტერესო დეტალებს.
სელესტინა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. ის დასაწყისიდანვე ჰარი პოტერის სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო. სხვათაშორის, გარეგნულადაც და სტილითაც ყოველთვის შირლი ბესის მაგონებდა… Pottermore-ზე გამოქვეყნებულ ამბავში ვკითხულობთ, რომ სელესტინას მშობლები ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა დედამისს ლეთიფოლდი დაესხა თავს. მომღერალი ჯადოქრის ხმა ადრეულ ასაკშივე იქცევდა ყურადღებას. როულინგი დაწვრილებით გვიყვება მის ისტორიას, წარმატებასა და წარუმატებლობებს… ამ და სხვა ისტორიების, ასევე, ჰარი პოტერთან დაკავშირებული ყველა სიახლის ნახვა და თვალყურის დევნება Pottermore-ზე შეგიძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები