“ორი დღე, ერთი ღამე” ჟან-პიერ დარდენისა და ლუკ დარდენის ახალი ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი, გარდა სცენარისა, გამოირჩევა იმითაც, რომ მასში მარიონ კოტიარი მონაწილეობს. ის განასახიერებს ახალგაზრდა სანდრას, რომელიც ქმრის გამო იძულებულია, ყველა კოლეგას სთხოვოს ბონუსების დათმობა. ეს ერთადერთი გზაა სამსახურის შესანარჩუნებლად.
გარდა მარიონისა, ფილმში მთავარ როლებს ფაბრიციო რონჯიონი და ფილ გროინი ასრულებენ. “ორი დღე, ერთი ღამე” ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ოქტომბერს წარსდგება მაყურებლის წინაშე. ფილმს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე უჩვენებენ.
მასალის გამოყენების პირობები