ინგრედიენტები:
სალათის ფოთლები
პამიდორი
ტკბილი წიწაკა
ხახვი
მწვანე ხახვი
სოუსისთვის
ნახევრადრბილი ყველი 50 გ
არაჟანი 1.5 ს.კ
ნედლი პიტნა
მწვანილი (კამა, ოხრახუში...)
ზეითუნის ზეთი 5-6 ს.კ
რძე 2 ს.კ
წყალი 4-5 ს.კ
ძმარი ბალზამიკო 1 ს.კ
მარილი და პილპილი
უმჯობესია, მომზადება საწებლით დავიწყოთ. ბლენდერში დავაქუცმაცოთ მწვანილი, ყველი და პიტნა, დავამატოთ არაჟანი, შემდეგ ზეთი, ძმარი, რძე, წყალი მარილი და პილპილი.
ბოსტნეული შეგვიძლია სასურველი რაოდენობით ავიღოთ
სასალათეში ჩავალაგოთ ხელით დანაწევრებული სალათის ფურცლები, მოვასხათ ცოტა სოუსი. შემდეგ ლამაზად გავანაწილოთ დაჭრილი ბოსტნეული, მოვასხათ ცოტაოდენი სოუსი და მივირთვათ.
მასალის გამოყენების პირობები