რუბრიკები
სკანდალი ჩხოროწყუში (video)
კოალიცია„ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას კოალიციის რაიონული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სდებენ ბრალს.კოალიციის წევრები ამბობენ, რომ ჩხოროწყუში პოლიტიკურ ამინდს სწორედ ლევან იზორია ქმნის და ის საინიციატივო ჯგუფისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ლობირებს. ბრიფინგზე,დღეს ვიდეო-მასალაც გაავრცელეს, რომელზეც იზორიას ბიძაშვილი და იმავდროულად საკრებულოს ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარის შვილი დავით იზორიაა ასახული, რომელიც კოალიციის ჩხოროწყუს შტაბში ცივი იარაღის გამოყენებით შტაბის წევრებს ყელის გამოჭრით ემუქრება. „დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ არჩევნებამდე სამი დღით ადრე სოფელ კირცხში ამომრჩეველთან შეხვედრა გავმართეთ, სადაც იზორიების გვარი ცხოვრობს. დათო მოგვივარდა და არ დაგინახოთ მეორედ იქ ამოსულები, როგორ გაბედეთო და დანით გვემუქრებოდა“, - აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კორნელ წურწუმია. კაოლიციის წევრები პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ვიდეო არჩევნებამდე სპეციალურად არ გაასაჯაროეს, რათა ვითარება არ დაძაბულიყო. ამასთან, მათი ინფორმაციით, დავით იზორია დააკავეს, თუმცა დანაშაულების ნიშნების არარსებობის მოტივით მეორე დღესვე გაათავისუფლეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.