ანაკლიაში, "კაზანტიპის რესპუბლიკაში" დღეს 30-მდე წყვილი დაქორწინდება, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სტურუამ მიაწოდა.
მისი თქმით, ამას ეწოდება სწრაფი ქორწინება, რა დროსაც წყვილებმა, რომლებიც ქორწინდებიან, შეუღლება რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს.
წყვილების დაქორწინება "კაზანტიპის რესპუბლიკაში" 18:00 საათზე დაიწყება. გარდა ამისა, დღესვე გაიმართება ტრადიციული ღონისძიება, რა დროსაც" კაზანტიპის რესპუბლიკის" მოსახლეობა მზის ჩასვლას ერთად ხვდება, ჰაერში ბუშტებს უშვებენ და სურვილებს უთქვამენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ანაკლიასა და განმუხურში ტურისტების რაოდენობა იზრდება. "კაზანტიპის" ღონისძიების ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.
"კაზანტიპი" 20 აგვისტოს გაიხსნა და 30 აგვისტოს სპეციალური ღონისძიებით დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები