რუბრიკები
ჯანდაცვის მინისტრი ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურზე (video)
საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურის პრობლემებზე კომენტარი გააკეთა. მისისტრის განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვაზე ხელი უკვე მოწერილია და ქვეყანაში რეანომობილების პირველი მესამედის შემოსვლა სექტემბრის ბოლოს დაიწყება. „წლის ბოლოსთვის, არამარტო ზუგდიდის არამედ, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად განახლდება აბსოლუტურად ყველა სასწრაფო დახმარების მანქანა. რაც შეეხება ფართს, ზუგდიდის სასწარფო დახმარების ბრიგადისთვის, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ვფიქრობთ ეს საკითხიც მალე დარეგულირდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრი დავით სეგეენკო დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. ის რეგიონში მომუშავე მედიკოსებს შეხვდა და მედიკამენტების გაცემის ახალი რეგულაციების შესახებ ესაუბრა. ცნობისთვის, ზუგდიდის სამედიცინო სამსახურს სულ რამდენიმე გაუმართავი რეანომობილი ემსახურება. ამასთან, სასწარფო დახმარების ექიმები, როგორც თავად აცხადებენ, მოუწესრიგებელ ოთახებში უწევთ მუშაობა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.